ამერიკელი მსახიობი და მოდელი კამერონ დიასი 1990-იანი წლებიდან დღემდე არ კარგავს აქტუალობას. მისი პირველი ფილმი „ნიღაბი“ მაყურებლისგან მიღებული დიდი სიყვარულის გარანტი გახდა. კამერონი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი მსახიობია, მან არა ერთ ცნობილ ფილმში ითამაშა, მათ შორის „ჩარლის ანგელოზები“, „ყველა მერიზე გიჟდება“, „საუკეთესო მეგობრის ქორწილი“ და სხვა. კარიერის განმავლობაში არა ერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა და საზოგადოებას თავი ნამდვილად შეაყვარა.
2014 წელს "ET" -თან ინტერვიუს დროს კამერონ დიასმა თქვა, რომ ბოტოქსის ინეიქციები ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გაიკეთა, მაგრამ შედეგი არ მოეწონა.
„ადრე ვცადე [ბოტოქსი], მინიმალური ჩარევით, მაგრამ ისე უცნაურად შემიცვალა სახე, რომ საკუთარი თავი მირჩევნია. სჯობს, დავინახო ჩემი სახე დაბერებული, ვიდრე სახე, რომელიც საერთოდ არ მეკუთვნის“, - თქვა მან.
მსახიობი ხშირად საუბრობს იმაზე, თუ როგორ ემორჩილება სიბერეს და თავიდან იცილებს ასაკობრივ ცვლილებებს.
„მხოლოდ იმიტომ, რომ ვბერდებით, არ ნიშნავს იმას, რომ აღარ ვართ ღირებული. ყოველ შემთხვევაში, კიდევ 40 წელი მაქვს ჩემში. რატომ უნდა მეშინოდეს დარჩენილი ცხოვრების, რადგან 25 წლის არ ვარ?“, - განაცხადა დიასმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს.
მისი ავტორობით გამოიცა წიგნი "სიბერის ხელოვნების შესახებ", რომელიც ნიუ-იორკ თაიმსის ბესტსელერის "სხეულის წიგნის " გაგრძელებაა.