გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინეს. გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობამ 17 000 ლარამდე შეადგინა, რის გამოც მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნა.