უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, 55 რუსი ოკუპანტი და რუსეთის არმიის საბრძოლო მასალის ორი საცავი გაანადგურეს, - ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ანგარიშშია აღნიშნული. მათივე ცნობით, რუსებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს ავიაციის გამოყენებით ოთხჯერ შეუტიეს.
საპასუხოდ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 11 დარტყმა მიაყენეს მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და მათი ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის უბნებს.
მათივე ცნობით, გარდა ამისა, განადგურდა მტრის საბრძოლო მასალის 2 საცავი სნიგირევკასა და კოსტრომკას მახლობლად.