თუ რუსეთი შეძლებს უხეში ძალის გამოყენებით მიზნის მიღწევას - ეს კატასტროფა იქნება. ასე უპასუხა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კლიმატური კონფერენციის მონაწილეებთან ვირტუალური მიმართვის დროს კითხვას, თუ რატომაა შეუძლებელი კონფლიქტის მხარეებს დაუყოვნებლივ დააძალო ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობის პირობებზე მოლაპარაკებებისთვის უბიძგო.
სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი არა 2022, არამედ 2014 წელს დაიწყო, როდესაც რუსეთმა ყირიმის უკანონო ოკუპაცია მოახდინა და უკრაინის აღმოსავლეთში ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარა.
სტოლტებერგმა აღნიშნა, რომ ომის დაწყებამდე რუსეთმა ამბიციები გააჟღერა არა მხოლოდ უკრაინასთან მიმართებაში, არამედ ნატოსა და მოკავშირეების მიმართაც.