დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის, კიდევ 2 სახლი გაიხსნა. საოჯახო ტიპის სახლი ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ და აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საზეიმოდ გახსნეს.
საოჯახო ტიპის სახლების მშენებლობა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების ფარგლებში განხორციელდა. საერთო ჯამში, სულ 3 მცირე საოჯახო ტიპის სახლი აშენდა, ისინი სრულიად ადაპტირებულია შშმ პირებზე და თითოეული განკუთვნილია 7 ბავშვზე.