ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ სვენ მიქსერის ყოველწლიური ანგარიშის კომპრომისული შესწორებებით მიღებას ოპოზიციურ სპექტრში გამოხმაურებები მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ ევროპარლამენტის ანგარიში ყველაზე კრიტიკული საერთაშორისო დოკუმენტია, რომელიც საქართველოს მისამართით დასავლელმა პარტნიორებმა მიიღეს. ისინი ირწმუნებიან, რომ ცივილური სამყარო რუსული ოლიგარქიული მმართველობის საქართველოში გადმოტანას არ დაუშვებს და ამის წინააღმდეგ ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.