პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ, მრგვალი მაგიდის ფორმატში მოწყობილ დისკუსიაში, სახელწოდებით ,,ინვესტირება ენერგეტიკის მომავალში", მონაწილეობა მიიღო. მთავრობის მეთაურმა დისკუსიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მდგრადი ენერგიის წყაროების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით მეტი ინვესტიცია ჩაიდოს ალტერნატიულ - სუფთა, ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგიის წყაროებში.