ოქტომბერში საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 4-ჯერ გაიზარდა.
კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გასულ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 274.4%-ით არის გაზრდილი.
უფრო კონკრეტულად, 2022 წლის ოქტომბერში რუსეთიდან საქართველოს 109 158 ვიზიტორი ეწვია, მაშინ როცა 2021 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 29 159 იყო.აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, 2022 წლის ოქტომბერში ტოპ-15 ქვეყანას შორის რუსეთი 1-ელ ადგილზეა. მას მოსდევს თურქეთი, მე-3 ადგილზე კი სომხეთია.
რაც შეეხება პანდემიურ 2020 წლის ოქტომბერს, რუსეთიდან საქართველოში მაშინ სულ 4 346 ვიზიტორი შემოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ წლის ოქტომბერში, ორი წლის წინანდელთან შედარებით რუსეთიდან 45-ჯერ მეტი ვიზიტორი შემოვიდა.