ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დღეს ბრიტანელი სამედიცინო ექსპერტი კორნელიუს კატონა მოინახულებს. ექსპერტი სააკაშვილთან კლინიკა „ვივამედში“ 14:00 საათზე მივა.
როგორც მარიამ ჯიშკარიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის ფსიქიატრიის განყოფილების საპატიო პროფესორთან სხვა საკითხებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის მიერ 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან პენიტენციურ და სამედიცინო დაწესებულებებში მის მიმართ განხორციელებული ქმედებების შედეგად განცდილი ფსიქიკური (ფსიქოლოგიური) და მორალური ტანჯვის შესახებ კითხვები იქნება დასმული.