Twitter-ის თანამშრომელთა 50% სამსახურიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ კომპანიის უსაფრთხოებისა და ინტეგრაციის განყოფილების ხელმძღვანელი იოელ როთი წერს.
„გუშინდელი შემცირება ჩვენი განყოფილების პერსონალის 15%-ს, კომპანიის მასშტაბით კი 50%-ს შეეხო“, - წერს იოელ როთი.
კომპანიის ახალმა ხელმძღვანელმა ილონ მასკმა საკუთარი გადაწყვეტილება განმარტა და განაცხადა, რომ ეს აუცილებელი ნაბიჯი იყო, ვინაიდან Twitter-ი ყოველდღიურად 4 მილიონ დოლარზე მეტს კარგავდა.
„სხვა არჩევანი არ გვქონდა, როდესაც კომპანია ყოველდღე 4 მილიონ დოლარზე მეტს კარგავს. ყველა გათავისუფლებულ თანამშრომელს 3-თვიანი კომპენსაცია შევთავაზეთ, რაც კანონით გათვალისწინებულზე 50%-ით მეტია“, - წერს მასკი.