მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამერიკელი ექსპერტების სამედიცინო დასკვნა 20 ნოემბერს გასაჯაროვდება. ექს-პრეზიდენტის უფლებადამცველების ცნობით სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზებზე, ამერიკელი ექსპერტი დისტანციურადაც ისაუბრებს. ადვოკატის ცნობითვე, ხვალ საქართველოში ბრიტანელი ფსიქიატრი ჩამოვა, რომელიც კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილს კვლევებს ჩაუტარებს.