სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, ხერსონისთვის ბრძოლა გადამწყვეტი იქნება უკრაინის ომში. მისი თქმით, მომავალი ზამთარი კიდევ უფრო რთული იქნება, ვიდრე მიმდინარე წლის ზამთარი, რადგან წინ სტალინგრადის ბრძოლაა. მისი თქმით, დასავლეთი ფიქრობს, რომ ამ გზით ის რუსეთს გაანადგურებს, რუსეთი კი ფიქრობს, რომ დაიცვას ის, რაც ომის დასაწყისში დაიკავა.