ჟერარდ პიკემ კამპ ნოუზე ბოლო მატჩი ჩაატარა! 35 წლის მცველმა 3 დღის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და თქვა, რომ კარიერას ასრულებს. პიკემ ბარსელონას სტადიონზე ბოლოჯერ ითამაშა და კამპ ნოუ მოგებულმა დატოვა. ბარსელონამ ალმერია 2:0 დაამარცხა.
ესპანელი მცველი ჩავიმ 82-ე წუთზე შეცვალა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პიკემ ქომაგებს მიმართა და აღნიშნა, რომ ბარსელონაში აუცილებლად დაბრუნდება.„ბარსელონა ყოველთვის ძალიან მიყვარდა, ახლა დროა დავტოვო ეს ადგილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აქ დავბრუნდები. არ გემშვიდობებით, მე უკვე წავედი, როცა 17 წლის ვიყავი, რადგან იმ დროს მჯეროდა, რომ გარკვეული სივრცე მჭირდებოდა და დავბრუნდი.
დასასრულს გეტყვით, რომ ბაბუაჩემა ამ კლუბის წევრი ჯერ კიდევ მაშინ გამხადა, როცა დავიბადე. მე აქ დავიბადე და აქ მოვკვდები. გაუმარჯობას ბარსელონას, ყოველთვის“, - განაცხადა პიკემ მატჩის შემდეგ.
კატალონიელმა კარიერაში 667 მატჩი ითამაშა (აქედან 616 ბარსელონაში) და 57 გოლი გაიტანა.