ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-7 ტურში ლენოვო ტენერიფემ ბილბაო 73:57 დაამარცხა, მატჩის MVP კი გიორგი შერმადინი იყო.
კანარიელებმა ბასკებთან უპირატესობა პირველივე პერიოდში მოიპოვეს და ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-7 ტურში ლენოვო ტენერიფემ ბილბაო 73:57 დაამარცხა, მატჩის MVP კი გიორგი შერმადინი იყო.
კანარიელებმა ბასკებთან უპირატესობა პირველივე პერიოდში მოიპოვეს და თამაშის ბოლომდე სიტუაციას იოლად აკონტროლებდნენ. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე არასრული 23 წუთი გაატარა და ყველაზე შედეგიანი იყო. გიორგიმ 20 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. მან 12-დან 7 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 26 დაუგროვდა, რაც ორივე გუნდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ლენოვო ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატში 6 მოგებით და 1 წაგებით ლიდერია, მომდევნო შეხვედრას კი 19 ნოემბერს, შინ ვალენსიასთან გამართავს. თუმცა, მანამდე გიორგი შერმადინს საქართველოს ნაკრებთან ერთად ისლანდიასა და იტალიასთან მატჩები ელოდება.