Burger King-მა Call Of Duty-ში შეაღწია! - Palitra News

Burger King-მა Call Of Duty-ში შეაღწია!

2022-11-07 09:25:57+04:00

Burger King-მა თანამშრომლობა გლობალურ გეიმინგ პლატფორმა Call Of Duty-სთან წამოიწყო და 39 ქვეყნის გულშემატკივრებს საჩუქრები მოუმზადა. Modern Warfare® II-ის მოთამაშეებს, ბურგერ-თაუნის თემატიკის სკინსა და გარომეგებულ ქულებს სთავაზობენ.

ბურგერ-თაუნი სწრაფი კვების რესტორნების გამოგონილი ქალაქია, რომელიც Call Of Duty-ის რამდენიმე თამაშში გვხვდება. მოთამაშეებს მხოლოდ ერთი საათის მანძილზე დაგროვილი ქულების გადაცვლა შეუძლიათ, ყოველი ახალი შენაძენისთვის.

კოდების აქტივიზაციისთვის ამ ბმულს იყენებენ: callofduty/bkredeem.com. კამპანიაზე სააგენტო DAVID New York-მა იმუშავა.