ევროკომისია პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საუბრის მთავარი თემა მომდევნო თვეებში უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა იყო.
პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა პრეზიდენტ ზელენსკის აცნობა, რომ ამ კვირაში უკრაინას ევროკავშირის მნიშვნელოვან ფინანსურ პაკეტს შესთავაზებენ, რომელიც თვეში 1,5 მილიარდ ევრომდე, საერთო ჯამში 18 მილიარდ ევრომდეა მოცულობის თანხას მოიცავს.
პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა გაიმეორა, რომ ევროკავშირი უკრაინას მხარს უჭერს გრძელვადიან პერსპექტივაში.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ ლიდერებმა განიხილეს სანქციების გაძლიერების საკითხი, ასევე ისაუბრეს იმ ნეგატიურ როლზე, რომელიც ითამაშა ირანის მხარდაჭერამ რუსეთის აგრესიაში.