ოკუპანტები დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე თავდაცვის ხაზებს აწყობენ -ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსული ჯარი დნეპრის მარცხენა სანაპიროს ნაღმავს და 15-კილომეტრიანი ზონიდან მოსახლეობა გაჰყავს. ასევე, თხრილებში ათავსებს ტექნიკას და საცეცხლე პოზიციებს აწყობს. სამხრეთის ოპერატიული ხელმძღვანელობა ასევე აღნიშნავს, რომ ღამის განმავლობაში უკრაინელი არტილერისტები მტრის პოზიციებზე დარტყმებს აწარმოებდნენ, კერძოდ, ლოგისტიკურ ცენტრებზე, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე.