უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, სამხრეთის ფრონტზე, ბერისლავისა და ხერსონის ტერიტორიებზე, რუსული ძალების საბრძოლო მასალების 3 საწყობი გაანადგურეს. მათივე ინფორმაციით, განადგურებულია 32 ოკუპანტი და მათი საბრძოლო აღჭურვილობა. სარდლობაში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში ქვეყნის სამხრეთით რუსული ძალების დანაკარგებმა შეადგინა : 4 საზენიტო-საარტილერიო დანადგარი, 3 ტანკი და 3 ავტომობილი. მათივე ცნობით, დაპირისპირების ხაზზე აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება. ოკუპანტების ძალისხმევა მიმართულია ოკუპირებულ პოზიციებზე თავდაცვითი ოპერაციების ჩატარებაზე და უკრაინის ქვედანაყოფების წინააღმდეგ სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებზე.