პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების და სერვისების თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის სამოქმედო გეგმა აქტიურად ხორციელდება. მთავარ დოკუმენტზე ჯანდაცვის სამინისტრომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და სფეროს ექსპერტებთან ერთად იმუშავა. რეფორმის საბოლოო მიზანი დაავადებების პრევენცია და საჭიროების დროს, მათი მაქსიმალურად ეფექტური მართვაა. სამოქმედო გეგმაში ასახულია ქალაქებსა და სოფლებში, პირველადი ჯანდაცვის თანაბარი ხელმისაწვდომობისათვის აუცილებელი სერვისები, არსებული ქრონიკული დაავადებებისა ან ახალი სამედიცინო პრობლემების დიაგნოსტიკისა და მართვისათვის საჭირო მომსახურებები ,მათ შორის ამბულატორიული გამოკვლევები.