დავით უსუფაშვილის განცხადებას, ოპოზიციური პარტიების დაშლისა და მის ბაზაზე ახალი ძალის შექმნის შესახებ, ოპოზიციურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილი “ლელოს” ლიდერის იდეას არალოგიკურს, მეორე ნაწილი კი სასაცილოს უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტები გაერთიანების შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავენ თუ მათ იდეური ერთობა ექნებათ. ერთიანობისთვის ოპოზიცია შინაარსობრივ თემებზე დაფუძნებას განიხილავს. მათივე თქმით, პარტიების მექანიკური დაჯგუფება არასასურველი შედეგების მომტანი იქნება.