ხმაური და დაპირისპირება თბილისის საკრებულოში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს შორის - Palitra News

ხმაური და დაპირისპირება თბილისის საკრებულოში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს შორის

2022-11-04 15:56:46+04:00

თბილისის საკრებულოში ხმაური იყო. საკრებულოს წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირების გარდა იყო გაწევ-გამოწევა.

დაპირისპირებაში „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის წევრი დეპუტატები მონაწილეობდნენ.

დაპირისპირება საკრებულოს დერეფანში დაიწყო, რაც სხდომათა დარბაზშიც გაგრძელდა.

დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა ვაკის პარკის შადრევანში მომხდარი ტრაგედიის საკითხზე დაწყებულ კამათს მოჰყვა.