საქართველოში სამართლის უზენაესობის ინდექსი გაუარესდა. "მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტმა" 2022 წლის სამართლის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც საქართველო 49-ე ადგილს იკავებს 140 ქვეყანას შორის. ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში სამართლის უზენაესობის მდგომარეობა 2015 წლიდან დღემდე 5 პუნქტით არის გაუარესებული.
თუმცა, შეფასების რვა ფაქტორს შორის გაუმჯობესების ტენდენცია წინა წელთან შედარებით. მიმართულებით გამოვლინდა. ესენია: კორუფციის არარსებობია, უსაფრთხოებისა და კანონის აღსრულების ნაწილი.
რაც შეეხება ინდექსის საერთო მაჩვენებელს, მდგომარეობის გაუარესების ტენდენცია ფიქსირდება. აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობა, საჯარო მოხელეთა პასუხისმგებლობა, სამოქალაქო სამართლის მართლმსაჯულება, უსაფრთხოება - ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიმართულებების, რომელთა ინდექსიც 2015 წლიდან გაუარესებულია. ყველაზე დაბალი შეფასება სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების პრინციპის დაცვას მიენიჭა.
საინტერესოა, რა გავლენას იქონიებს ეს ყოველივე საქართველოს იმიჯზე, მაშინ როცა ქვეყანა მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნით ცდილობს მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების დაინტერესებას. ამ ნაწილში კი სამართლის უზენაესობა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია - "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია ეკონომიკური სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი