უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ რუსული ბაზრიდან გასვლა უცხოური კომპანიების, დაახლოებით, 42%-მა გამოაცხადა, 40%-მა მუშაობა განაგრძო, ხოლო დანარჩენებმა შეაჩერეს ან შეზღუდეს თავიანთი საქმიანობა ქვეყანაში. ამის შესახებ გამოცემა Re:Russia-ს ანალიზში წერია.
რუსული ბაზრიდან, ძირითადად, ის კომპანიები გაქრა, რომლებიც IT და საკონსულტაციო საქმიანობას, ასევე, ონლაინ სერვისებს უკავშირდება. წასული და გასვლის რეჟიმში მყოფი კომპანიების რუსული ბაზრის საერთო შემოსავალი წელიწადში, დაახლოებით, 120 მლრდ დოლარს შეადგენდა. ხოლო მათში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა 673 000 ადამიანი იყო.