კომპანია Lego-მ ბავშვების ჯგუფს შემოქმედებითი კონტროლი მისცა საშობაო კამპანიაზე… შედეგად, საჩუქრების დასარიგებელი უჩვეულო მანქანა ააწყვეს, რომელსაც პოპ-ვარსკვლავი კეტი პერი მართავს.
Build to Give კამპანიის ამ უახლესი ნაწილის სიუჟეტი იმ აზრს უსვამს ხაზს, რომ თამაში საუკეთესო გზაა ხალხის გასაერთიანებლად. ამისათვის 90 წლის სათამაშოების ბრენდმა ბავშვებს ლეგოს კუბიკებისგან, კოსმოსური ხომალდისა და ჟირაფისგან უნიკალური მანქანის აშენება სთხოვა, რომელიც 60-წამიან ფილმში იქნებოდა წარმოდგენილი.
შემდეგ კი კომპანიამ ბავშვები სასიამოვნოდ გააოცა, როცა მათი ქმნილება სარეკლამო რგოლისთვის გააცოცხლა — კერძოდ, ფუნქციონალური მანქანა ააგო და მისით სიარულის შესაძლებლობაც მისცა.