საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ერთობლივი ოფიციალური წერილი გაუგზავნა. სადაც პრეზიდენტთან "მთავარი არხის" დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით შეხვედრას ითხოვს.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ისინი მზად არიან პრეზიდენტს ნიკა გვარამიას წინააღმდეგობის მიუხედავად შეწყალება ოფიციალურად თავად სთხოვონ.