პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იმრან ხანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. BBC-ის ინფორმაციით, პაკისტანელი პოლიტიკოსი რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო დემონსტრაციაში მონაწილეობდა, რა დროსაც მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და ფეხში დაჭრეს. მედიის ინფორმაციით, 70 წლის იმრან ხანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავდასხმის დროს მის სიახლოვეს მყოფი ოთხი ადამიანი დაშავდა, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. იმრან ხანი პაკისტანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2018-22 წლებში იკავებდა.