შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავენ. მათ სალომე ზურაბიშვილის სახელზე ოფიციალური წერილი უკვე მოამზადეს.
ამასთან, ისინი მზად არიან პირადად შეხვდნენ პრეზიდენტს და არგუმენტები წარუდგინონ. მმართველი პარტიის პოზიცია კი კვლავ უცვლელია. მათი განმარტებით, გვარამიას შეწყალება დესტრუქციული ძალების პოზიციას გაამყარებს.