აზერბაიჯანში ნავთობმოპოვება 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, 4,6%-ით შემცირდება, ხოლო გაზის მოპოვება 2022 წელთან შედარებით 6,2%-ით გაიზრდება. ამის შესახებ სააღრიცხვო პალატის 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დასკვნაში წერია, რასაც „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ავრცელებს.
ამასთან, პალატა 2022-2023 წლებში აზერბაიჯანში ნავთობისა და გაზის მოპოვების ფიზიკურ მოცულობაზე პროგნოზს არ აკეთებს.