ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერი ნიკა გვარამიას საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. ევროკომისია მიუთითებს, რომ ისინი ამ საქმეს ყურადღებით აკვირდებიან. აღნიშნავს, რომ თავისუფალი მედიაგარემოს უზრუნველყოფა ევროკომისიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები კი უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს