ევროპა ლიგის მე-6 ტურში ოთარ კიტეიშვილის გრაც შტურმი მიდელანდს ესტუმრება. ავსტრიელები ერთი ქულის მოპოვების შემთხვევაშიც კი შეძლებენ ჯგუფური ეტაპის დაძლევას. გასულ ტურში შტურმმა ფეინოორდთან 1-0 შეძლო გამარჯვების მოპოვება, შეხვედრის ერთადერთი გოლი 93-ე წუტზე ქართველმა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა. მონაკო ირაკლი აზაროვის ცრცვენა ზვეზდას უმასპინძლებს, ქართველი მარცხენა მცველი მცირე ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და წინა ტურში მეორე ტაიმიდან ჩაერთო შეხვედრაში. ბელგრადელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გამარჯვების გარდა, ამავე ჯგუფში მოთამაშე გიორგი ხარაიშვილის ფერენცვაროშის დახმარება ჭირდებათ, რომელიც ტრაბზონსპორთან ჩავა სათამაშოდ. V ტურსი მარცხით, სიტუაცია გაირთულა ლუკა გუგეშაშვილის ყარაბახმა, რომელიც ფრაიბურგს დაუხვდება შინ და გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
კონფერენს ლიგაზე მოასპარეზე სლოვან ბრატისლავა, სადაც 3 ქართველი ფეხბურთელი, გურამ კაშია, გიორგი ჩაკვეტაძე და ჯაბა კანკავა ირიცხება ცუდი სტარტის შემდეგ ამ მომენტისათვის ჯგუფში პირველ ადგილზეა. ბრატისლაველები VI ტურში ზალგირის ესტუმრებიან. სლოვანს შემდეგი ეტაპის საგზური თითქმის გარანტირებული აქვს. ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის ლეხ პოზნანი ვილიარეალს უმასპინძლებს. პოლონური გუნდი ჯგუფში მეორე ადგილზეა და 2 ქულით უსწრებს ბირ შევას.