ჩემპიონთა ლიგის ბოლო VI ტურის შეხვედრებში ყველა 1/8 ფინალისტის ვინაობა გაირკვა. F ჯგუფში მადრიდის რეალმა სელტიკს უმასპინძლა და 5-1 გაანადგურა მეტოქე, ხოლო ლაიფციგი ნეიტრალურ მოედანზე დონეცკის შახტართან ჩავიდა და 4-0 სძლია უკრაინულ გუნდს. მილანმა სან სიროზე ზალზბურგთან გამანადგურებელი ანგარიშით 4-0 მოახერხა გამარჯვების მოპოვება, ლონდონის ჩელსიმ დინამო ზაგრები 2-1 დაამარცხა. კოპენჰაგენმა დორტმუნდის ბორუსიასთან შინ ფრე 1-1 ითამაშა. პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტიმ 3-1 სძლია სევილიას. თავიანთი შეხვედრები მოიგეს პარის სენ ჟერმენმა და ბენფიკამ. პარიზელებმა ტურინის იუვენტუსი 2-1 დაამარცხეს, ხოლო ბენფიკამ ისრაელში 6-1 გაანადგურა მაკაბი ჰაიფა.
საბოლოო ჯამში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გავიდნენ: მიუნხენის ბაიერნი; მილანის ინტერი; პორტო; ბიუგე; ნაპოლი; ლივერპული; ტოტენჰემი; ფრანკფურტის აინტრახტი; მადრიდის რეალი; ლაიფციგი; პარის სენ ჟერმენი; ბენფიკა; მანჩესტერ სიტი; დორტმუნდის ბორუსია; ლონდონის ჩელსი და მილანი.
ფლეიოფის კენჭისყრა 7 ნოემბერს თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.