აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ზოგიერთი „რესპუბლიკელი“ კანდიდატის მუქარა, რომ, დამარცხების შემთხვევაში, 8 ნოემბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. მან ამომრჩევლებს მოუწოდა, კარგად დაფიქრდნენ იმ მომენტზე, რომელშიც ქვეყანა იმყოფება და გაერთიანდნენ პოლიტიკური ძალადობისა და ამომრჩევლის დაშინების წინააღმდეგ.