რუსები დნეპროპეტროვსკის ოლქში კრივი-რიჰის ტერიტორიას ირანული ე.წ. „კამიკაძე-დრონებით“, „შაჰედ“ 136-ით დაესხნენ თავს. კრივი-რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ვილკულის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი. მისივე თქმით, შესაბამისმა სამსახურებმა აღდგენითი სამუშაოები დაიწყეს. რუსებმა გასული ღამის განმავლობაში ხარკოვისა და ზაპოროჟიეს რაიონებიც დაბომბეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების დაზვერვის ინფორაციით, 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით, უკრაინაში, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ლიკვიდირებულია რუსული არმიის 1402 მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურე. მათივე ცნობით, განადგურებულ რუს ოფიცრებს შორის არის ორი გენერალ-ლეიტენანტი და რვა გენერალ-მაიორი.
ამასთან, ლიკვიდირებული მაღალჩინოსნების დაახლოებით მეოთხედი უფროსი ოფიცერია. უკრაინის ომში ასევე დაიღუპა რუსეთის ფედერაციის 44 პოლკოვნიკი, 98 ვიცე-პოლკოვნიკი და 193 მაიორი. გარდა ამისა, ლიკვიდირებულია 279 კაპიტანი, 471 უფროსი ლეიტენანტი, 235 ლეიტენანტი და სხვა წოდების 72 სამხედრო.