ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის გადაწყველიტილება პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. თუმცა, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პროექტი 12 რეკომენდაციის მე-4 პუნქტს ვერ აკმაყოფილებს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, "ქართული ოცბების" მიერ შემნილი ანტიკორუფციული ბიუროს პროექტის მიხედვით, ხელმძღვანელს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიშნავს, რაც მისივე თქმით ანტიკორუფციული ორგანოს დამოუკიდებლობას გამორიცხავს.