Amazon-ის კაპიტალიზაცია ბოლო 2 წლის განმავლობაში ტრილიონ დოლარს პირველად ჩამოსცდა. 1-ლი ნოემბრის ვაჭრობის შედეგად კომპანიის ღირებულება 987 მლრდ დოლარი გახდა - წერს Business Insider-ი. აღსანიშნავია, რომ Amazon-ის კაპიტალიზაციამ ერთ ტრილიონ დოლარს 2022 წლის აპრილში მიაღწია.
გამოცემის ინფორმაციით, Amazon-ის აქციები 1-ლი ნოემბრის ვაჭრობისას 5,5%-ით შემცირდა და ერთ ერთეულ აქციაზე 96 დოლარი შეადგინა.ამჟამად „ტრილიონერთა კლუბში“ 4 კომპანია რჩება. ესენია Apple, Saudi aramco, Microsoft და Alphabet.
ინვესტორებმა Amazon-ის აქციები მას შემდეგ გაყიდეს, რაც კომპანიამ 27 ოქტომბერს ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, მესამე კვარტალში კომპანიის შემოსავალი 9%-ით შემცირდა და 2 მილიარდ 900 მლნ დოლარი შეადგინა. მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილ კომპანიის აქციები უკვე მეხუთე დღეა ეცემა, შედეგად Amazon-ის კაპიტალიზაცია 143 მილიარდი დოლარით შემცირდა.