"პეგასუსის ავიახაზებმა" თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ანკარის მიმართულებით ფრენა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი „TAV Georgia“ ავრცელებს.
ახალ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათს და კვირას იფრენს. ავიაკომპანია ასევე გეგმავს რეგულარული რეისების გაგრძელებას ანტალიის მიმართულებით პირველად ზამთრის სეზონზე და აცხადებს, რომ ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათს და შაბათს შეასრულებს.