კანზე თეთრი ლაქების გაჩენა, შეიძლება ვიტილიგოს ნიშანი იყოს. ვიტილიგო არის კანის ქრონიკული დაავადება. კანის დაავადებებს შორის ვიტილიგო გვხდება 1-4%-ში. იგი შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ ასაკში და დააზიანოს კანის ნებისმიერი უბანი.
ვიტილიგოს წარმოშობის ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის, თუმცა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში მიმდინარე აუტოიმუნური დაავადებები.
ვიტილიგოს მაპროვოცირებელ ფაქტორებად მიიჩნევა:• გენეტიკური წინასწარგანწყობა• ძლიერი, ემოციური სტრესი• ნერვული სისტემის პრობლემები• მზის სხივების სიჭარბე, მზისგან დამწვრობა• ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმელზედა ჯირკვლის დარღვევები• მეტაბოლური ფუნქციის მოშლა• ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება