საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს. როგორც „ხალხის ძალა“ განცხადებაში აღნიშნავს, მათი სამომავლო საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება იქნება.
მათივე შეფასებით, „გვპირდებიან, რომ მიგვიღებენ „ტრადიციებით ევროპაში“, თუმცა, ე.წ. ლიბერალები ამავდროულად პირდაპირ და უხეშად ებრძვიან ჩვენს ტრადიციებს და ყველა ინსტიტუტს, რომელიც ამ ტრადიციებს გამოხატავს“.