ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს დღეს სახალხო დამცველობის კიდევ ერთი კანდიდატისთვის ჯემალ ნათელაშვილისთვის უნდა მოესმინა, თუმცა აპლიკანტმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა. დარჩენილ 4 კანდიდატს კომიტეტი მომდევნო დღეებში მოუსმენს. პლენარულ სხდომაზე კი ცხრამეტივე კანდიდატს ეყრება კენჭი და ახალ სახალხო დამცველს 90 ხმით აირჩევენ