ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში გასარკვევი დარჩა თუ რომელი გუნდები დაიკავებენ ფლეიოფში საბოლოოდ ადგილს. ეფ ჯგუფში მადრიდის რეალი სელტიკს უმასპინძლებს, ანჩელოტის გუნდი გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილს გაინაღდებს. დაძაბული აფიშა აქვს შახტარისა და ლაიფციგის დაპირისპირებას, თუ უკრაინელები შეძლებენ და მოიგებენ საკუთარ მეტოქეს ცხრილში გადაასწრებენ და 1/8 ფინალში გავლენ. მილანი ზალზბურგს დაუხვდება შინ, იტალიელებმა აღნიშნული შეხვედრა არ უნდა დათმონ, თუ მათ შემდეგ ეტაპზე გასვლა სურთ. ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი ზაგრების დინამო გაიბრძოლებს ევროტურნირებზე დასარჩენად. კოპენჰაგენი, სადაც ქართველი ცენტრალური მცვლი დათი ხოჭოლავა ირიცხება დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლებს. დათი წინა ტურში მიღებული წითელი ბარათის გამო, ბოლო ტურის შეხვედრას გამოტოვებს. მანჩესტერ სიტი სევილიაში ჩავა, ამ მატჩის ორივე მონაწილე გუნდს თავისი მომავალი გარკვეული აქვს. პარის სენ ჟემენი უმოტივაციოდ დარჩენილ იუვენტუსს ესტუმრება, ხოლო ბენფიკა მაკაბი ჰაიფას, ორივე სტუმარ გუნდს 11 ქულა აქვთ და ისინი პირველი ადგილისთვის აპირებენ ბრძოლას.