უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრ ალექსანდრ კუბრაკოვის განცხადებით, გაერო ადასტურებს, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი, „მარცვლეულის დერეფნის“ საშუალებით, 3 ნოემბერს გაგრძელდება. მისი თქმით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით დატვირთული 8 გემის „მარცვლეულის დერეფნის“ გავლით გადაადგილება იგეგმება.
შეგახსენებთ, 29 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებაში“ მონაწილეობას აჩერებს და ეს გადაწყვეტილება სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის გემებზე განხორციელებული თავდასხმის გამო მიიღეს.
ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებუთ, რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობის შეჩერება მისი ძალის დაკარგვას არ ნიშნავს.