ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ცნობილი ნიდერლანდელი მხატვრის, პიტ მონდრიანის ნამუშევარი, სახელად New York City I, მუზეუმებში 75 წელია, თავდაყირა კიდია. 1941 წლის ნამუშევარი მუზეუმში პირველად 1945 წელს გამოიფინა.
ექსპერტების თქმით, დღეს ნამუშევარი თავდაყირა კიდია — ფერების შედარებით სქელი ჰორიზონტალური სვეტი დაბლაა მოქცეული, როცა, წესით, მაღლა უნდა იყოს. ამის დამადასტურებელი რამდენიმე მტკიცებულება იპოვეს, რომელთაგან ერთ-ერთი მონდრიანის გარდაცვალების შემდეგ გადაღებული ფოტოა, რომელშიც ნამუშევარი პირიქით კიდია.