არპი ალტო თბილისში საშობაო სიმღერაზე კლიპს გადაიღებს - Palitra News

არპი ალტო თბილისში საშობაო სიმღერაზე კლიპს გადაიღებს

2022-11-02 08:03:15+04:00

სომეხი ჯაზ-მომღერალი და კომპოზიტორი Arpi Alto (არპი პეტროსიანი) მსმენელის ყურადღების ქვეშ სწრაფად მოექცა. თავისი განსაკუთრებული ხმის ტემბრის, შესრულების მანერისა და არაჩვეულებრივი გარეგნობის წყალობით, არპის უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

სომეხ ჯაზ-შემსრულებელს ჰოლივუდის ვარსკვლავს - ჯულია რობერტს ამსგავსებენ, ზოგი თაყვანისმცემელი თვლის, რომ Arpi Alto ლეგენდარული კინომსახიობის ქალიშვილია.

არპი ალტოს სიმღერებს მუსიკალური პროდიუსერი, ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს. ის, რომ არპი ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულიყო და აქ სიმღერა ჩაეწერა, ესეც ნატოს იდეა იყო.