თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, უახლოეს დღეებში, რუს და უკრაინელ კოლეგებთან მარცვლეულის ექსპორტის ხელშეკრულების განახლების მიზნით, მოლაპარაკებებს გამართავს. ჩავუშოღლუს თქმით, ერდოღანი ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის პირადად დაელაპარაკება, რათა მხარეებმა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე შეძლონ მოლაპარაკება, როგორებიც საერთაშორისო უსაფრთხოება და მარცვლეულის ექსპორტია.