საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასრულდა. აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების იუსტიციის მინისტრმა გააცილა. საქართველოს მთავრობის მეთაური არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.