"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" ფრაქციის თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, პარლამენტის წევრებმა სტუმრებთან ოპოზიციის მიერ მომზადებულ საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტზე ისაუბრეს და ეუთო/ოდირის და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.