თბილისში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება დაიწყო. დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, განაცხადის შევსება 2013 წლის პირველ ივნისამდე რეგისტრირებულ 7-8 სულიან დევნილ ოჯახებს შეუძლიათ. განაცხადის გაკეთება, 30 ნოემბრის ჩათვლით, იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი.