ისრაელში ბოლო ოთხ წელიწადში მეხუთე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. Reuters-ი წერს, რომ არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტია „ლიკუდი“ საკანონმდებლო ორგანოში კვლავ უდიდესი პარტია აღმოჩნდეს.
ამასთან, გასულ კვირას გამოქვეყნებულმა გამოკითხვების შედეგებმა აჩვენა, რომ პარტია 120-ადგილიანი ქნესეთში უმრავლესობის მოპოვებისთვის საჭირო 61 მანდატის მოპოვებას ვერ შეძლებს.
გამოკითხვების თანახმად, მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო მანდატების მოპოვებას ვერ შეძლებს ვერც მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი.
მედია წერს, რომ თუ გამოკითხვები გამართლდა, ისრაელის პოლიტიკური ჩიხის ეპოქა გაგრძელდება და გაზაფხულზე, შესაძლოა, მეექვსე არჩევნების ჩატარება გახდეს საჭირო.