ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი უნგრეთსა და თურქეთს მოუწოდებს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი რაც შეიძლeბა მალე დაუჭირონ. ის უნგრეთისა და თურქეთის პარლამენტებს მოწუოდებს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ აღნიშნული ქვეყნების განცხადებების რატიფიკაცია დროულად მოახდონონ, რადგან ახლა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის, შვედეთისა და ფინეთის ყურადღება ამ ორი ქვეყნისკენაა მოპყრობილი.
ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი მიმდინარე წლის მაისში რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ გააკეთეს. ალიანსში მიღებამდე ნატო-ს თითოეული წვერი ქვეყნის პარლამენტმა შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას მხარი უნდა დაუჭუროს.