საქართველოში ხორცის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. საქართველოში ხორცის იმპორტი მკვეთრად იზრდება. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 9 თვეში ქვეყანაში დაახლოებით 113 მლნ დოლარის ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები შემოვიდა, რაც რეკორდული ნიშნულია და წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 22.4%-ით აღემატება. წინა წელთან შედარებით 61.6%-ით გაიზარდა ექსპორტიც და მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 31.2 მლნ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნებს, ჩამონათვალში პირველ ადგილზე ბრაზილიაა, საიდანაც 40 მლნ დოლარზე მეტის პროდუქცია შემოვიტანეთ, მეორე ადგილზე თურქეთია თითქმის 13 მლნ-ით, მესამეზე კი ჩინეთი 9.7 მლნ დოლარით. რაც შეეხება ექსპორტს, 3 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანაა სომხეთი, თურქმენეთი და აზერბაიჯანი.